​კორონავირუსით 72 წლის ქალი გარდაიცვალა, რომელსაც ქრონიკული პათოლოგიები ქონდა - ლევან რატიანი

02 მაისი 2020, 12:21 2155 ნახვა

თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში რამდენიმე წუთის წინ კიდევ ერ კოვიდინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა. შესაბამისად, საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 8-მდე გაიზარდა.

ლევან რატიანის განცხადებით, დღეს გარდაცვლილ ქალს აღენიშნებოდა ქრონიკული პათოლოგიები, არტერიული ჰიპერტენზია, მორბიდული სიმსუქნე.

"დილით სამწუხაროდ დაფიქსირდა ერთი ბიოლოგიური სიკვდილი, ეს არის 72 წლის ქალი რომელიც 14 აპრილიდან მკურნალობდა ჩვენს კლინიკაში. აღენიშნებოდა სუნთქვის მწვავე უკმარისობა, მწვავე დისტრესი.ვირუსული ენდოკარდიტი სეფსისი სეპტიური შოკი. ანამნეზი დატვირთული ქრონიკული პათოლოგიები აღენიშნებოდა გულის უკმარისობა მეორე მესამე კლასის, არტერიული გიპერტენზია მორბიდული სიმსუქნე. ჩატარებული ღონისძიებების მიუხედავად სამწუხაროდ ამ დილით დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი"-განაცხადა ლევან რატიანმა.

თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში ამ ეტაპზე 76  კოვიდ ინფიცირებული პაციენტია. რეანიმაციაშია 7 პაციენტი, აქედან სამი სპონტანურ სუნთქვაზე, ოთხი არის ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში