კაპანდიბი - ახალსოფლის გზის რეაბილიტაცია

05 აპრილი 2020, 18:02 1024 ნახვა

კაპანდიბი-ახალსოფლის გზის სამ კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციაა დაგეგმილი. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, მახოს ხიდიდან თხილნარის ცენტრამდე არსებულ გზის მონაკვეთზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე მიმდინარეობს.

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით პროექტის ფარგლებში მოეწყობა რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხები, რეაბილიტაცია ჩაუტარდება ხიდს. დეპარტამენტის ბიუჯეტიდან სამუშაოებისთვის 1 135 800 ლარი დაიხარჯება. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის ივლისში იგეგმება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში