თბილისის სასწრაფო დახმარების ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდა

03 აპრილი 2020, 20:47 1201 ნახვა

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმს კორონავირუსი დაუდგინდა. ის კორონავირუსით მეუღლისგან დაინფიცირდა, რომელიც საქართველოს ეროვნულ ბანკში მუშაობს.

„ექიმი გადაყვანიალია შესაბამის დაწესებულებაში. მისი მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი სიმპტომები დაეწყო გუშინ. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყველა პირი გადავიდეს თვითიზოლაციაში, ვისთანაც მას ჰქონდა შეხება. ის ეროვნული ბანკის თანამშრომლის მეუღლეა“,- აცხადებს სასწრაფო სამედიცინო სამსახური.

"ინფიცირების წყარო ეროვნული ბანკის კლასტერს განეკუთნება. ექიმის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ის შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული. ამ დროისთვის, ყველა კონტაქტი, რომელსაც მასთან შემხებლობა ჰქონდა, იდენტიფიცირებულია და ისინი თვითიზოლაციაში იმყოფებიან“, – აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 148 შემთხვევა დადასტურდა, მათგან 27 ადამიანი უკვე განიკურნა.

ქვეყანაში დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი