საქართველოში კორონავირუსი კიდევ ერთმა ადამიანმა დაამარცხა

27 მარტი 2020, 20:03 8215 ნახვა

თბილისის ინფექციური საავადმყოფო გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა უკვე დატოვა.

„ამ ეტაპზე ჩვენთან მკურნალობს 32 პაციენტი, 13-მა პაციენტმა დატოვა ჩვენი კლინიკა. დღეს გითხარით, რომ 12-მა პაციენტმა დატოვა, მე-13 პაციენტის მდგომარეობაც შეფასდა, მისი კლინიკური მონაცემები და რადიოლოგიური მონაცემები საშუალებას იძლეოდა, მასაც დაეტოვებინა კლინიკა და გაეწერა ბინაზე, თვითიზოლაციაში ორი კვირის განმავლობაში განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

საქართველოში უახლესი მონაცემებით კორონავირუსის 81 შემთხვევაა დაფიქსირებული. გამოჯანმრთელებული კი, უკვე 14  ადამიანია.

ანა ახალაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი