ბათუმის ქუჩების დეზინფექცია დღეს 23:00 საათიდან დაიწყება

27 მარტი 2020, 10:15 2354 ნახვა

ბათუმის ქუჩების დეზინფექცია დღეს დაიწყება.  იმის გამო, რომ გუშინ საღამოს გაწვიმდა,  დაგეგმილი  პროცესი დღეისთვის გადაიდო, მერიის ინფორმაციით, საღამოს 23:00 საათიდან პირველ ეტაპზე ცენტრალური ნაწილის - რუსთაველის,  გოგებაშვილისა გრიბოედოვის და პუშკინის ქუჩებს შორის არსებული ყველა ქუჩის დეზინფექცია მოხდება,  სპეციალური ხსნარით დამუშავდება ასევე აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორია. ქუჩების დეზინფექცია ეტაპობრივად გაგრძელდება. მერია  მოსახლეობას სთხოვს, საღამოს  სახლიდან გასვლისგან თავი შეიკავონ.

 

ფოტო: wild horn

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში