ხალხმრავლობა ზუგდიდის ცენტრში - ნაციონალური მოძრაობა სადეზინფექციო ხსნარს არიგებს 

26 მარტი 2020, 15:20 1598 ნახვა

დღეს, 26 მარტს, ზუგდიდის ცენტრში ასზე მეტი ადამიანი შეიკრიბა. მოედანზე ფონდი "სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის" და „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები მოქალაქეებს, მიხეილ სააკაშვილის სახელით პირბადეებს, სადეზინფექციო ხსნარსა და ხელთათმანებს ურიგებდა.  

"მე მინდა ყველამ გამოიჩინოს ერთმანეთის მიმართ თანადგომა და სოლიდარობა, ჩვენ უნდა ვენდოთ ჩვენს ექიმებს, დავიცვათ საზოგადოებრივი წესრიგი, სოციალური დისტანცია, გავუწიოთ ერთმანთს დახმარება" - დაწერა სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილმა.

თუმცა, სოციალური დისტანცირება არ გამოვიდა. სამედიცინო აღჭურვილობის მისაღებად შეკრებილებმა, ამავე ინფექციის გავრცელების შესაჩერებლად დადგენილი წესი დაარღვიეს.  ჯანდაცვის ორგანიზაციების რეკომენდაციით, ორზე მეტი ადამიანის შეკრება რეკომენდირებული არა არის. საგანგებო მდგომარეობის გამო კი, 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება საჯარო სივრცეშიც იკრძალება. 

რადიო ათნათის ინფორმციით პოლიცია მოუწოდებდა მოქალაქეებს დაეცვათ დისტანცია.  რადიო თავისუფლებასთან კი, ერთ ერთი ორგანიზატორი გიორგი გახარია ამბობს, რომ 50 მოქალაქემ პრატქიკულად დაიტაცა ეს საშუალებები და არ დაემორჩილნენ პოლიციის მოწოდებას. „შეიძლება იმის გამო, რომ ზუგდიდში დაფიქსირდა კორონავირუსი, ამიტომაც იყო პანიკა, ყველა ქალაქში გაგვიკეთებია, პოლიციაც გვეხმარება, მაგრამ ასეთი შემთხვევა არსად არ გვქონია, ხალხი თავს დაესხა ორგანიზატორებს“, - თქვა გიორგი გახარიამ.

ფაქტს გამოეხმარუა ზუგდიდის მერი გიორგი შენგელია და „ნაცმოძრაობის“ ქმედებებს უპასუხისმგებლოს უწოდა. დარწმუნებულია, რომ შესაბამისი ორგანოები საკითხს შეისწავლიან.

კორონავირუსის გავრცელების გამო, ქვეყანაში პირბადეების, სადეზინფექციო ხსნარებისა და ხელთათმანების დეფიციტია. მოქალაქეებისთვის მისი შესყიდვა აფთიაქებში პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტებია. 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში