მეზობელ თურქეთში COVID 19-ით 4 ადამიანი გარდაიცვალა

20 მარტი 2020, 09:52 1154 ნახვა

თურქეთში კორონავირუსით 359 ინფიცირებულია, გარდაცვლილია 4 ადამიანი – ამის შესახებ  თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა, ფაჰრეთინ კოჯამ ტვიტერზე დაწერა.

მინისტრის ინფორმაციით,  19 მარტის მონაცემებით, COVID 19-ზე ტესტი 981 ადამიანს ჩაუტარდა, მათგან 168 ტესტზე დადებითი პასუხი ამოვიდა.

მინისტრის ინფორმაციით, კორონავირუსით გარდაცვლილებს შორის, თურქეთის სახმელეთო ჯარების ყოფილი სარდალი აითაჩ იალმანია.

საქართველო-თურქეთის საზღვარი, ვირუსის გავრცელების პრევენციის გამო, 15 მარტს ჩაიკეტა.  ორი ქვეყნის გადაწყვეტილებით, სარფის გამშვები პუნქტზე ფიზიკური პირებისთვის მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდა. 

საქართველოში ოფიციალური მონაცემებით, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 40-ია. მათ შორის გამოჯანმრთელებული - 1

  • კარანტინის რეჟიმში - 1575
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 275
ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი