კორონავირუსის გამო ბათუმის დელფინარიუმი და აკვარიუმი დროებით დაიკეტა

12 მარტი 2020, 17:03 2829 ნახვა

"შავი ზღვის ფლორისა და ფაუნის შემსწავლელი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი" ყურადღებით აკვირდება Covid-19-ის გავრცელებით გამოწვეულ მოვლენათა განვითარებას, განვიხილავთ და ვღებულობთ ყველა საჭირო ზომას, წერია ბათუმის დელფინარიუმის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„ყოველი ორშაბათი ბათუმის დელფინარიუმში კარანტინის დღედ  იყო გამოცხადებული და შესაბამისად ვიზიტორთათვის დახურულები ვიყავით, თუმცა ამჟამად, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ბათუმის მერიის (დამფუძნებელი) რეკომენდაციების საფუძველზე, ბათუმის დელფინარიუმმა და აკვარიუმმა  დროებით შეწყვიტა ვიზიტორთა მიღება, ზემოაღნიშნული ინსტანციებიდან ახალი რეკომენდაციის გაცემამდე“, - ამბობენ დელფინარიუმში. 

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, Covid-19-ის ეპიდემია წარმოადგენს რთულ სიტუაციას,  რომელიც მოითხოვს კოორდინირებულ ძალისხმევას, როგორც ქვეყნის მასშტაბით, ასევე საერთაშორისო დონეზე.

ბათუმის დელფინარიუმი და აკვარიუმი მჭიდროდ თანამშრომლობს ყველა შესაბამის უწყებასთან და ჩვენი ბინადრების, თანამშრომლებისა და ვიზიტორთა კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად, ვღებულობთ ყველა საჭირო უსაფრთხოების ზომებს. - წერია გავრცელებულ განცხადებაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში