თეონა ბაკურიძე მაუწყებლის დირექტორის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

06 მარტი 2020, 22:12 2337 ნახვა

აჭარის ტელევიზიის წამყვანი თეონა ბაკურიძე სამართლებრივი დავის დაწყებას აპირებს. ამბობს, რომ დირექტორის გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა.

„გადაწყვეტილება ყველასთვის მოსალოდნელი იყო. აშკარაა რა სურს გიორგი კოხრეიძეს და რა ნაბიჯებსაც დგამს. რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია უკვე დამიკავშირდა და შემომთავაზა ინტერესების დაცვა. აბსოლუტურად უსამართლო და კანონდარღვევაა, რაც გიორგი კოხრეიძემ გააკეთა და რა თქმა უნდა გავაგრძელებ ბრძოლას. ეს არის პრეცედენტი, როდესაც წამყვანს უფლებამოსილება შეუჩერეს, ჩამოაშორეს იმის გამო, რომ რაღაც მოკვლევა ჩაატარონ.

ვრჩები ტელევიზიაში, რომ მათი სახე ვანახოთ. პასუხისმგებლობა უმაღლეს საბჭოსა და „ქართულ ოცნებას“ ენიჭება. დირექტორი ყველაზე ეძებს მიზეზს, იმ ადამიანებზე რომლებიც მას არ მოსწონს და ჩამოშორება უნდა. უსაფუძვლოს გააუქმეს მაია მერკვილაძის შტატი, აბსურდის შედეგად იძულებით წავიდა სამსახურიდან ნათია ზოიძე. არ მაქვს მოლოდინი რომ ეს მოკვლევა ჩემი ეთერში დაბრუნდებით დასრულდეს. თუმცა გასაჩივრების იმედი მაქვს. ტელევიზიაში მძიმე კრიზისია და ალბათ არ გაუჭირდება დირექტორს ახალი წამყვანია მოძებნა. ის პირადი გადაწყვეტილებებით, გაუმჭვირვალედ ირჩევს კადრებს. ორშაბათს ახალ კადრს მოიყვანს და დასვამს ეთერში“,- განაცხადა თეონა ბაკურიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში