იდლიბში თავდასხმის გამო, ნატოში საგანგებო შეხვედრა ჩაინიშნა - თურქული მედია

28 თებერვალი 2020, 11:32 1373 ნახვა

იდლიბის პროვინციაში საჰაერო თავდასხმების გამო, თურქული მხარის თხოვნით, ნატოში საგანგებო შეხვედრა ჩაინიშნა. შეხვედრა დღეს გაიმართება - ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. სტატიაში წერია, რომ მთავარი თემა ჩრდილოეთ სირიაში, თურქ ჯარისკაცებზე თავდასხმა იქნება. 

ხუთშაბათს გვიან ღამით, საჰაერო იერიშის დროს, სულ მცირე 33 თურქი ჯარისკაცი დაიღუპა, ათობით კი დაშავდა. 

''დღეს ნატო თურქეთის თხოვნით, ვაშინგტონში კონსულტაციების გასამართად იკრიბება'' - ამის შესახებ ტვიტერში ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა დაწერა. 

2018 წლის სექტემბერში პუტინი და ერდოღანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმდნენ და იდლიბი დეესკალაციის ზონად გამოცხადდა, სადაც ნებისმიერი სამხედრო მოქმედება აკრძალულია. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ასადის რეჟიმმა და რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევები განახორციელეს და შედეგად 1300 მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. 

იდლიბში 4 მილიონი მოქალაქე ცხოვრობს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში