8 წლის განმავლობაში დაკეტილი ცვილის მუზეუმი შესაძლოა აღარ გაიხსნას

26 თებერვალი 2020, 20:20 1004 ნახვა

2012 წელს გახსნილი და 8 წლის განმავლობაში დაკეტილი ცვილის ფიგურების მუზეუმი შესაძლოა აღარც გაიხსნას. შენობის მფლობელი არქიტექტორთა კავშირი მის დათმობას აღარ აპირებს. ამბობენ, რომ მოლაპარაკების ყველა რესურსი ამოწურულია.

მერია კი მას ისევ ადგილმონაცვლე ობიექტს ჯავახიშვილის ქუჩაზე სთავაზობს. რაც შეეხება ცვილის ფიგურებს, მისი მოვლა ძეგლთა დაცვის სააგენტოს ევალება, მაგრამ მოლაპარაკების უშედეგოდ დასრულებაში სააგენტო პასუხისმგებლობას ბათუმის მერიას აკისრებს. ამასობაში კი სექტემბერში ევროპის არქიტექტორთა კავშირის ფორუმის ჩატარება იგეგმება,  ამ ფორუმის გამართვას ადგილობრივი ორგანიზაცია ე.წ. სოკოს სახლში გეგმავს.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში