ვუერთდებით აშშ გულისტკივილს, რომ გიგი უგულავას დაკავება ოპოზიციასთან დიალოგს დაემთხვა - მამუკა მდინარაძე

12 თებერვალი 2020, 12:14 1344 ნახვა

"ჩვენ ვუერთდებით საელჩოს გულისტკივილს, რომ გიგი უგულავას მიმართ გამოტანილი განაჩენის დრო დაემთხვა საარჩევნო სისტემის შეცვლაზე ოპოზიციასთან კონსულტაციებსა და დიალოგს, თუმცა აღვნიშნავთ, რომ მართლმსაჯულების განხორციელების პრეროგატივა გააჩნია დამოუკიდებელ სასამართლოს და არა პოლიტიკოსებს" - ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი, მამაუკა მდინარაძე აშშ მიერ გაკეთებულ გუშინდელ განცხადებას. აშშ საელჩო წერდა, რომ ის იმედგაცრუებულია იმით, რომ ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავების დრო დაემთხვა ოპოზიციასთან დისკუსიას და საფრთე შეუქმნა მას.  

მამუკა მდინარაძემ ასევე ირიბად მოუწოდა ოპოზიციას, რომ დაუბრუნდეს დიალოგის რეჟიმს. 

"ვფიქრობთ, რომ ყველა პოლიტიკოსი ვალდებულია ჩაერთოს დიალოგის პროცესში, დეესკალაციისა თუ კონსესუსის მიღწევისათვის ოპტიმლური გზა იპოვოს ყველამ"- განაცხადა მამაუკა მდინარაძემ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში