უკანონო ნაგავსაყრელები შუახევში

02 თებერვალი 2020, 18:17 1504 ნახვა

უკანონო ნაგავსაყრელები შუახევში. სოფელ ჭვანის დამაკავშირებელ გზაზე, ხევში ნაგავი უკვე წლებია დაყრილია. უკანონო ნაგავსაყრელის შესახებ ინფორმაცია აქვთ შუახევის მერიაში, სადაც ამბობენ, რომ ნაგავსაყრელები აღრიცხულია და დანაგვიანებისთვის მოქალაქეებს აჯარიმებენ.

ნარჩენები სოფლებიდან არ გააქვთ, ნაგავმზიდი მხოლოდ შუახევის ცენტრს, ბათუმი-ახალციხის ცენტრალური მაგისტრალის მიმდებარედ ემსახურება. შუახევის მერის მოადგილე ამბობს, რომ იაპონიის საელჩოსთან თანამშრომლობენ და ნაგავმზიდისა და 70 ურნის შეძენას გეგმავენ , რომლებსაც სოფლებში განათავსებენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში