გაიცემა თუ არა პირადობის მოწმობები ელექტრომატარებლების გარეშე?

28 იანვარი 2020, 20:09 429 ნახვა

ე.წ. ჩიპიანი პირადობების საქმეზე არსებითი განხილვა დაიწყო საკონსტიტუციო სასამართლომ. როგორც ცნობილია, სასამართლომ სადავო ნორმები გასულ წელს შეაჩერა, ამით კი რელიგიური მოტივებით ID ბარათების მოწინააღმდეგეებს მიეცათ საშუალება აიღონ „უჩიპო“ პირადობები, მაგრამ დროებით.  დროებითი დოკუმენტების აღებაში მათ 20-20 ლარის გადახდა მოუწევთ, რაც მოსარჩელეების მტკიცებით არათანაბარი მიდგომაა, რადგან 10-წლიანი ID ბარათები 30 ლარი ღირს.

მოსარჩელეები ამბობენ, რომ სადავო პირადობის მოწმობები  ადამიანების  კონტროლის საშუალებაა და ისინი მასზე უარს რწმენის გამო ამბობენ, მაგრამ უნდა აღინიშნოს რომ ჩიპიან ბარათებს საპატრიარქო ოფიციალურად არ ეწიანააღმდეგება. რელიგიურ მოტივებზე დაწყებული დავის პარალელურად, ოპოზიცია ფიქრობს, რომ ეს კარგი საშუალებაა არჩევნების გაყალბებისთვის, მმართველი გუნდში კი პირადობებით არჩევნების გაყალბების პრაქტიკას „ნაციონალურ მოძრაობას“ უხსენებენ. 

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი