ლეგენდარული ფეხბურთელი სტუმრად ვახტანგ ღლონტთან  

25 იანვარი 2020, 12:51 1050 ნახვა

სტუმრად ვახტანგ ღლონტთან - სალონური საღამოების ფარგლებში, პოეტმა, ლეგენდარულ ფეხბურთელს  ვახტანგ ქორიძეს უმასპინძლა. ღონისძიებაზე შეკრებილებმა  ფეხბურთელის  დამსახურებებზე ისაუბრეს და  მის შესახებ ისტორიები გაიხსენეს.

ვახტანგ ქორიძე ,  სხვადასხვა დროს  ბათუმის დინამოს, თბილისის დინამოს, ლანჩხუთის გურიას და საბჭოთა კავშირის ეროვნულ ნაკრებში თამაშობდა. არის ღირსების ორდენის  კავალერი.  2011 წელს  საქართველოს სპორტის რაინდის  წოდება მიენიჭა.  2015 წელს კი  ვეტერან ფეხბურთელთა კავშირის თავმჯდომარედ აირჩიეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში