შობის დღესასწაულთან დაკავშირებით ალილო" აღინიშნა დედაქალაქშიც

07 იანვარი 2020, 14:47 832 ნახვა

შობის დღესასწაულთან დაკავშირებით ალილო" აღინიშნა დედაქალაქშიც. ანგელოზებისა და მწყემსების სამოსში გამოწყობილი პატარები სასულიერო პირებთან და მოქალაქეებთან ერთად პირველი რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ, საიდანაც სამების საკათედრო ტაძრამდე მსვლელობას მართავენ.

თეატრალური მსვლელობის მონაწილეები ვიდრე სამების ტაძრამდე მივლენ, გზად სხვადასხვა ადგილას  შეჩერდებიან და მართლმადიდებლებს შობის დღესასწაულს მიულოცავენ.

საზეიმო მსვლელობისას შეგროვებულ ტკბილეულს სამების ტაძრამდე მიიტანენ, რომელიც შემდგომ მოხუცთა თავშესაფრებში, მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრებში და პენიტენციურ დაწესებულებებში გადანაწილდება.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში