ოკუპირებული ახლაგორიდან დევნილი ახალგაზრდები და სტუდენტები ე.წ. საზღვრის ჩაკეტვას აპროტესტებენ

30 დეკემბერი 2019, 15:36 1923 ნახვა

ჩვენც გვინდა საახალწლოდ ოცნებების ახდენა; 4 თვე ერთმანეთის გარეშე; არაფერს ვითხოვთ ოჯახის გარდა; იცი, რომ ეს ჩვენს ირგვლივ ხდება?! - ამ გზავნილებით ოკუპირებული ახალგორიდან დევნილი ახალგაზრდები მთავრობის კანცელარიასთან შეიკრიბნენ.

მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია მანიფესტაცია გაიმართა, ოკუპირებული ახლაგორიდან დევნილი ახალგაზრდები და სტუდენტები ე.წ. საზღვრის ჩაკეტვას აპროტესტებენ. მათი განცხადებით აუცილებელია,  ახალი შესაძლებლობების გაჩენა.

დაბა ახალგორი - რომელსაც 2008 წლის შემდეგ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება აკონტროლებს - 4 სექტემბრიდან ჩაკეტილია. ამის გამო, ადგილობრივებს თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე მოძრაობა შეზღუდული აქვთ.

ნინო ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში