ახალ ბულვარში ავტომობილი ბოძს დაეჯახა

24 დეკემბერი 2019, 16:27 3417 ნახვა

ბათუმში, ახალ ბულვარში მსუბუქი ავტომობილი ბოძს დაეჯახა. შემთხვევა ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩაზე ცოტა ხნის წინ მოხდა. თვითმხილველების თქმით, სწრაფად მოძრავი „BMW“-ს მარკის ავტომობილი განათების ბოძს შეეჯახა. 

მანქანაში მსხდომ მგზავრებს, რომლებიც უცხო ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ, სამედიცინო დახმარება არ დასჭირვებიათ. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დაიწყო.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში