ბრიუსელში ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალი იწყება

20 ნოემბერი 2019, 12:23 948 ნახვა

ბრიუსელში ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალი იწყება. მთავარი თემა ლონდონში 4-5 დეკემბერს დაგეგმილი ლიდერების შეხვედრისთვის მზადებაა. იენს სტოლტენბერგის განცხადებით, დღევანდელ შეხვედრაზე ნატო-ს მოკავშირეები ჰაერთან, ხმელეთთან და ზღვასთან ერთად, ნატო-ს ოპერაციულ სფეროდ კოსმოსსაც დაასახელებენ. ასევე განიხილავენ ნატო-ს როლს ტერორიზმთან ბრძოლაში. მინისტერიალს  საქართველოს  საგარეო  საქმეთა მინისტრი დაესწრება.

მინისტერიალის ფარგლებში, დაგეგმილია დავით ზალკალიანის შეხვედრა ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილესთან, ასევე ნატოს წევრი ქვეყნების პირველ დიპლომატებთან. განიხილება ნატო-საქართველოს თანამშრომლობის დღის წესრიგის საკითხები, ასევე არსებითი პაკეტის განხორციელების პროცესში მიღწეული პროგრესი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში