გაურკვეველი წარმოების ხორცს პირდაპირ მანქანიდან ყიდდნენ

19 ნოემბერი 2019, 17:03 301 ნახვა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, გლდანში, თიანეთის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეები გაურკვეველი წარმომავლობის ხორცს ყიდდნენ. მაკონტროლებლებმა დარღვევების აღმოჩენის შემდეგ, ხორცი რეალიზაციიდან ამოიღეს და გაანადგურეს. 

''მომხმარებელთა ინტერესების დაცვისა და მავნე სურსათის რეალიზების აღკვეთის მიზნით სურსათის ეროვნული სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა სამსახურთან. უწყება მოუწოდებს მოსახლეობას, არ შეიძინოს ხორცი ისეთ ადგილებში, სადაც არ არის დაცული შენახვისა და რეალიზაციის სათანადო პირობები'' - წერია გავრცელებულ განცხადებაში.

ასევე, დარღვევების დაფიქსირების შემთხვევაში მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ ცხელ ხაზზე: 1501

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი