ბათუმის საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრის მედიკოსები ვაჟა გაფრინდაშვილს სოლიდარობას უცხადებენ

19 ნოემბერი 2019, 15:43 3385 ნახვა

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ქართველი ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად  ბათუმის საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრის მედიკოსებმა აქცია  გამართეს. ისინი  სოლიდარობას უცხადებენ ცხინვალში დაკავებულ ქართველ ექიმს და მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ. სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა სოლიდარობის აქცია გუშინაც გამართეს. 

ვაჟა გაფრინდაშვილი, რომელიც ე.წ საოკუპაციო საზღვართან 9 ნოემბერს დააკავეს ამ დრომდე ცხინვალის იზოლატორში იმყოფება. საოკუპაციო რეჟიმის ე.წ სასამართლომ მას 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში