''ცეკვა კამათის თანხლებით“ - BBC

09 ნოემბერი 2019, 11:05 1952 ნახვა

''ცეკვა კამათის თანხლებით“ – ასეთი სათაურით აქვეყნებს სტატიას „ბიბისი“ ფილმის – „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენებასთან განვითარებულ მოვლენებზე. დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ფილმის პრემიერამ თბილისში დემონსტრაციები გამოიწვია. სტატიაში ფილმის რეჟისორის ერთ-ერთი ინტერვიუა ჩართული, რომელშიც ლევან აკინი ამბობს, რომ მას კონსერვატორულ საზოგადოებაში ამ თემასთან დაკავშირებით არსებული გამოწვევების ჩვენება სურდა.

ამასთან, რეჟისორის თქმით, მას უნდოდა გადმოეცა იმედი ახალი თაობის სახით და ამაში ხელოვნების როლი. „ბიბისი“ სტატიაში აღნიშნავს, რომ ფილმმა რამდენიმე ჯილდო უკვე დაიმსახურა. მათ შორის არის ჩიკაგოს ფილმის საერთაშორისო ფესტივალი, სარაევოს ფილმის ფესტივალი. ამასთან, ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენება კანისა და ლონდონის კინოფესტივალებზე შედგა.

დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი აღნიშნავს, რომ ფილმის წარმატების მიუხედავად, მორწმუნეებისა და კონსერვატორი ჯგუფებისთვის ის დავის საგანი გახდა, რამაც საბოლოო ჯამში, დემონსტრაციები გამოიწვია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში