სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა შეიძლება გაორმაგდეს

04 ნოემბერი 2019, 14:23 2475 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უკვე მზად არის საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის მიხედვითაც, სიჩქარის გადაჭარბების გამო, მძღოლებს გაორმაგებული ჯარიმის გადახდა მოუწევთ. ამ ეტაპზე ჯარიმა 50 ლარია, ახალი რეგულაციის დამტკიცების შემდეგ კი, 100 ლარი გახდება. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

ცვლილებების მიხედვით, ასევე მოხდება ე.წ. ჭკვიან კამერებზე ქულათა სისტემის მიბმაც. თუკი მძღოლი სიჩქარეს გადააჭარბებს, გაზრდილ ჯარიმასთან ერთად, ავტომანქანის მფლობელს მართვის მოწმობაზე შესაბამისი ქულებიც დააკლდება.

მძღოლს მართვის მოწმობაზე ყოველი წლის პირველ იანვარს 100 ქულა ენიჭება და წლის განმავლობაში სხვადასხვა დარღვევაზე შესაბამისი ქულა აკლდება. წინა წელს დარჩენილი ქულები კი არ ინახება. დასაშვებ სიჩქარეზე 40 კმ/სთ-ით გადაჭარბების გამო, მძღოლს 20 ქულა ჩამოეჭრება

ჭკვიანი კამერები ბათუმის რამდენიმე ქუჩაზეა დამონტაჟებული. ასევე შემოვლით გზებსა და ავტობანებზე. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში