სინოდის სხდომამდე რამდენიმე საათი რჩება

30 ოქტომბერი 2019, 20:18 1297 ნახვა

40-ზე მეტი მიტროპოლიტი და ეპისკოპოსი პატრიარქის და ერთმანეთის პირისპირ - მნიშვნელოვან სხდომამდე ერთი დღე რჩება. ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოში სინოდის სხდომა გაიმართება. სხდომას სავარაუდოდ დაესწრება მეუფე იაკობი - სწორედ მისი საკითხი უნდა განიხილონ სინოდზე.

დღეს კი ცნობილი გახდა რომ პროკურატურა გამოძიების დაწყებას არ აპირებს. მთავარი პროკურორის თქმით განცხადებებში დანაშაულის შემცველი არაფერია, ცოდვებზე კი გამოძიება ვერ დაიწყება. ვინ დაესწრება და ვინ აცხადებს წინასწარ რომ არ დაესწრება ეკლესიის უმაღლეს სათათბირო ორგანოში კრებას?

როგორია პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა და იქნება თუ არა განსახილველ საკითხებს შორის უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის და სინოდის ახალი წევრის საკითხები?

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში