ქედაში 35 განცხადებიდან საცხოვრებლით 3 ოჯახს დააკმაყოფილებენ

27 ოქტომბერი 2019, 12:53 2670 ნახვა

35 განცხადებიდან, საცხოვრებლით ქედაში 3 ოჯახს დააკმაყოფილებენ. აქამდე მათ ხის ძველ და დაზიანებულ სახლებში უწევდათ ცხოვრება. პროგრამისთვის ბიუჯეტიდან 63 ათასი ლარია გათვალისწინებული. ბენეფიციარები კომისიამ შეარჩია.

მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსის განმარტებით, პროგრამაში მრავალშვილიანი, შშმ პირები და სოციალურად დაუცველები მოხვდნენ.

ნინო ინაიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში