შეწყალების საქმეზე პროკურატურაში პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები გამოკითხეს

27 სექტემბერი 2019, 18:03 1204 ნახვა

გენერალურ პროკურატურაში, შეწყალების საქმეზე პრეზიდენტის ადმინისტრაციის 5 თანამშრომლის გამოკითხვა დასრულდა. ისინი გამოკითხვაზე პრეზიდენტის მიერ 28 აგვისტოს გამოცემული შეწყალების აქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში დაიბარეს.

საგამოძიებო უწყებიდან გამოსვლის შემდეგ მათ მედიის კითხვებს პასუხი არ გასცეს. შეწყალების საქმეზე უკვე გამოიკითხნენ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ანგი ხუციშვილი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში