ბავშვები ბაღის და სკოლის მიღმა - მშობლების პროტესტი

24 სექტემბერი 2019, 15:00 1649 ნახვა

ბაღებისა და სკოლების მიღმა დარჩენილი ბავშვებისთვის ქობულეთში ორი მოსამზადებელი ჯგუფი გაიხსნა, თუმცა მშობლები შეუსაბამო გარემოზე საუბრობენ. მათი ინფორმაციით,  ქობულეთის სახელოვნებო სკოლაში განთავსებული კლასები  სასწავლო გარემოს მოთხოვნებს არ პასუხობს.

ამასთანავე ოთახები ბავშვების რაოდენობას ვერ იტევს. მშობლები ქობულეთის მერს, მირიან ქათამაძეს სთხოვენ  საკითხით დაინტერესდეს. ქობულეთში საბავშვო ბაღის  გარეშე 200--მდე ბავშვი დარჩა, 100 კი როგორც ბაღის ისე სკოლის გარეშე.

 

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში