თურქეთში აფეთქების შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა

13 სექტემბერი 2019, 10:58 718 ნახვა

თურქეთში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულია შვიდი და დაშავებულია ათი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერსი“ ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქდა დანაღმული ავტომობილი, რომელსაც ტყეში მომუშავე პირები გადაჰყავდა.

შემთხვევა გუშინ საღამოს ქვეყნის სამხრეთ - აღმოსავლეთ რეგიონში მოხდა.

ადგილობრივი ხელისუფლება მომხდარზე პასუხისმგებლობას „ქურთების მუშათა პარტიას“ აკისრებს.

გარდაცვლილთა განსხვავებულ რაოდენობაზეა საუბარი თურქულ მედიაში. მათი განმარტებით დაღუპულია 4 ადამიანი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი