სომხეთმა და აზერბაიჯანმა საზღვრის დემარკაცია დაიწყეს

23 აპრილი 2024, 19:19 344 ნახვა

სომხეთმა და აზერბაიჯანმა საზღვრის დემარკაცია დაიწყეს და პირველი სასაზღვრო ბოძი განათავსეს.

ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის ვიცე-პრემიერი შახინ მუსტაფაევი და სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი ავრცელებენ.

აზერბაიჯანის ვიცე-პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, სომხეთის საზღვართან პირველი ბოძი დამონტაჟდა. ამავე ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ორი ქვეყნის ექსპერტთა ჯგუფები მუშაობას აგრძელებენ.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა კი „ფეისბუქის“ გვერდზე სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე დამონტაჟებული პირველი ბოძის ფოტო გაავრცელა და დაწერა: „სომხეთ-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის ტავუშისა და ყაზახის მონაკვეთზე პირველი სასაზღვრო ბოძი დამონტაჟდა“.

გასულ კვირას სომხეთისა და აზერბაიჯანის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ორი ქვეყნის სასაზღვრო 8 სოფელთან დელიმიტაციაზე შეთანხმება მიღწეულია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი