3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებულს პარანოიდული შიზოფრენია დაუდგინდა

11 სექტემბერი 2019, 16:08 581 ნახვა

თბილისში,  პეკინის გამზირზე, 3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებულ თამარ საძაგლიშვილს პარანოიდული შიზოფრენია დაუდგინდა. ამის შესახებ ტელეკომპანია პირველის ეთერში ბრალდებულის ადვოკატმა ალექსი გაბუნიამ განაცხადა.

ადვოკატი მიიჩნევს, რომ ეს გარემოება მისი დაცვის ქვეშ მყოფის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის გამომრიცხავია.​ როგორც უფლება დამცველი აცხადებს ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ფორმა 100 იმ კლინიკიდან წამოიღეს სადაც ბრალდებული მკურნალობას გადიოდა.

სამი წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებულს ფსიქიატრიულ-ფსოქოლოგიური ექსპერტიზა ამ დრომდე არ ჩატარებია.

შემთხვევა პეკინის ქუჩაზე 28 აგვისტოს მოხდა მოხდა. მცირეწლოვანი მშობლებთან ერთად მოდიოდა, როცა მასთან გამვლელი ქალი მიიჭრა და სახის არეში დაჭრა. ქალი სამართალდამცავებმა რამდენიმე საათში დააკავეს.

თამარ საძაგლიშვილს სასჯელის სახით წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებულია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი