პარლამენტი დღეს მინისტრთა ახალ კაბინეტს კენჭს უყრის

08 სექტემბერი 2019, 12:20 956 ნახვა

პარლამენტი მთავრობის ახალ შემადგენლობას უყრის კენჭს. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გიორგი გახარია დეპუტატების წინაშე მოხსენებით უკვე წარსდგა. კანონმდებლები ახლა, პრემიერობისა და მისი კაბინეტის წევრობის კანდიდატებს უსვამენ კითხვებს.

უსაფრთხოება, ოკუპაციასთან ბრძოლა, საგარეო პოლიტიკა და 20 ივნისის ღამის მოვლენები - ეს არის ის ძირითადი აქცენტები, რაზეც გიორგი გახარიამ გაამახვილა ყურადღება.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში