სამტრედიაში ნავთობბაზაზე საწვავით სავსე რეზერუარებს ცეცხლი გაუჩნდა

04 სექტემბერი 2019, 09:55 1341 ნახვა

სამტრედიაში ნავთობბაზაზე საწვავით სავსე რეზერვუარს ცეცხლი გაუჩნდა.   ნავთობბაზა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი  საწვავის ტერმინალია.

სამაშველო სამსახურებმა დროულად მოახერხეს ცეცხლის კერი ლოკალიზება, არსებობდა ცეცხლის სხვა რეზერვუარებზე გავრცელების და აფეთქების საშიშროება.  შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის მეხანძრე-მაშველების დროული რეაგირების შედეგად, ხანძარი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.

ადგილზე მუშაობს 14 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი იმერეთის და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებიდან.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში