ქედის თევზსაშენებში დღეში ათობით კილოგრამი კალმახი იხოცება

02 სექტემბერი 2019, 22:08 3556 ნახვა

დღეში ათობით კილოგრამი დახოცილი კალმახი თევზსაშენებში - ამ რეალობის წინაშე ქედაში არსებული საკალმახე მეურნეობების მეპატრონეები აღმოჩდნენ. გვიყვებიან, რომ ტენდენცია არ ჩერდება და პირიქით დღითიდღე უფრო მწვავდება.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ფორეჯის“ წარმომადგენელი ხელისუფლების ჩარევის აუცილებლობაზე საუბრობს. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში კი ირწმუნებიან, რომ პრობლემის შესახებ იციან და პროცესშიც ჩართულები არიან. ამასთან, მათივე მტკიცებით უახლოეს პერიოდში კი კვლევების ჩასატარებლად უცხოელ სპეციალისტებსაც მოიწვევენ.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში