"მას არაფერი ახსოვს" - 3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებულის ადვოკატი

29 აგვისტო 2019, 16:06 1660 ნახვა

3 წლის ბავშვის დაჭრისთვის დაკავებული 51 წლის ქალის ადვოკატი აცხადებს, რომ ბრალდებულს პეკინის გამზირზე მომხდართან დაკავშირებით არაფერი ახსოვს.

ადვოკატ  ალექსანდრე გაბუნიას თქმით, დაკავებულს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და მედიკამენტებს იღებს.

"მას არაფერი ახსოვს, ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემები აქვს, მომხდარის შესახებ არაფერი იცის. ფსიქიკური პრობლემებზე მკურნალობდა და ახლაც მკურნალობს, საკმაოდ მძიმე პრეპარატებს იღებს. 
დიდი ალბათობით, ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა დაინიშნება. თუ ბრალდების მხარემ არ ჩაატარა, ჩვენ მოვითხოვთ. პატიმარს დღეს პირველად შევხვდი, 10 წუთის განმავლობაში ვესაუბრე, მეტი ინფორმაცია არ მაქვს.

პოლიციამ 3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებული 28 აგვისტოს დააკავა. 1968 წელს დაბადებულმა ქალმა, პეკინის გამზირზე მცირეწლოვანი დანით სახის არეში დაჭრა. ის თავს მეორე ბავშვსაც დაესხა, თუმცა მამამ მოასწრო რეაგირება. 3 წლის ბავშვი საავადმყოფოდან დღეს გაწერეს.

ბრალდებული მეორე დღეს აიყვანეს. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.  

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში