სერტიფიკატის გარეშე საექიმო საქმიანობა, დეზინფექცია და სტერილიზაცია - დარღვევები კლინიკებში

19 აგვისტო 2019, 15:16 327 ნახვა

სამედიცინო დაწესებულებებში კომპლექსური მონიტორინგის პროცესი გრძელდება. რეგულირების სააგენტოს მიერ უკვე შემოწმებულია 95 კლინიკა. დაიწერა 38  ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, მათ შორის უკანონო საექიმო საქმიანობისა და შეტყობინების გარეშე სამედიცინო საქმიანობის შესახებ. ამ ეტაპზე არ კონკრეტდება რომელ საავადმყოფოებში გამოვლინდა შეუსაბამობები.

სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ინფორმაციით, დარღვევები სხვადასხვა მიმართულებით გამოიკვეთა. მონიტორინგი სალიცენზიო, სანებართვო და ტექნიკური რეგლამენტის პირობების მიხედვით მიმდინარეობს. მთელი ქვეყნის მასშტაბით, ეტაპობრივად, წინასწარი გაფრთხილების გარეშე მონიტორინგი ჩატარდება  ქვეყანაში რეგისტრირებულ ყველა სამედიცინო დაწესებულებაში.

დარინა გარგანჯია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში