პრემიერის მოლოდინში-"მინის სამხეცე" ბათუმის დრამატული თეატრის დიდ სცენაზე

10 აგვისტო 2019, 15:05 1148 ნახვა

„მინის სამხეცე“ - ბათუმის დრამატული თეატრის სცენაზე დღეს, პრემიერა შედგება. ამერიკელი დრამატურგის, ტენესი უილიამსის პიესა, პოლონელმა რეჟისორმა იან ნოვარმა ბათუმელ მსახიობებთან ერთად დადგა. მოქმედება მაყურებელს, ერთი ოჯახის ისტორიაზე მოუთხრობს, ილუზიურ ცხოვრებასა და დამსხვრეულ ოცნებებზე. გმირები დედა და მისი ქალ-ვაჟია, ოჯახის სამივე წევრს თავისი ოცნება აქვს.

„მინის სამხეცე“ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშია სხვადასხვა ინტერპრეტაციითაა დადგმული. საპრემიერო ჩვენებები დღეს ხვალ და ორშაბათსაც გაიმართება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში