საქართველო- აზერბაიჯანის საზღვართან 5.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

10 აგვისტო 2019, 12:00 1640 ნახვა

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრიდან 30 კილომეტრში, 5,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ბიძგები 11 საათსა და 35 წუთზე დაფიქსირდა. ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ძლიერი ბიძგები საქართველოშიც იგრძნობოდა. ნგრევისა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში