აგვისტოს ომში დაღუპული გმირების პატივის მისაგებად შავ ზღვაში გვირგვინი ჩაუშვეს

08 აგვისტო 2019, 11:26 1047 ნახვა

შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის თანამშრომლებმა აგვისტოს ომში დაღუპული გმირების პატივის მისაგებად შავ ზღვაში გვირგვინი ჩაუშვეს. სასაზღვრო პოლიციის უფროსმა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

გმირების ხსოვნას პატივი მიაგო უკრაინის ელჩმა.  ღონისძიებას გარდაცვლილთა ოჯახის წევრები, ასევე, უკრაინის საელჩოსა და საზღვაო ძალების წარმომადგენლები დაესწრნენ.  

რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად, სანაპირო დაცვისა და სამხედრო–საზღვაო ძალების ინფრასტრუქტურა და ფლოტი ნაწილობრივ განადგურდა.

რუსეთის საოკუპაციო ძალების აგრესიის შედეგად, ფოთის ბაზაზე, დაიღუპა 5 და დაიჭრა საზღვაო ძალების 35-მდე წარმომადგენელი.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში