მშენებარე სასტუმროდან ორი მუშა გადმოვარდა

28 ივლისი 2019, 23:15 2541 ნახვა

შეკვეთილში,  მშენებარე სასტუმროდან ორი მუშა გადმოვარდა. ერთი, 60 წლამდე ასაკის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კი მძიმე მდგომარეობაში, ფოთის კლინიკაშია გადაყვანილი. სავარაუდოდ შემთხვევა, მეხუთე სართულიდან მოძრავი ავტოკალათის მოწყვეტამ გამოიწვია. მშენებარე ობიექტის მენეჯერის განცხადებით, ადგილზე უსაფრთხოების ნორმები დაცული იყო. 

9-სართულიან სასტუმროს შეკვეთილში შპს "მაგნიკა" აშენებდა, რომლის გახსნაც პირველი აგვისტოსთვის იგეგმებოდა. ადგილზე სამუშაოები დაჩქარებული წესით მიმდინარეობდა.  240-ე მუხლის მე-2 ნაწილით აწარმოებს გამოძიებას შსს, რაც სამთო - სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში