მაშველებმა დაშავებული ტურისტი ჯუთადან ჩამოიყვანეს

25 ივლისი 2019, 15:36 1286 ნახვა

ყაზბეგში, სოფელ ჯუთას მიმდებარედ, ტურისტი დაშავდა, რომელიც მიღებული ფიზიკური დაზიანებების გამო, გზის გაგრძელებას ვერ ახერხებდა.

მაშველები რთული რელიეფის გამო, მთელი ღამის განმავლობაში, შემთხვევის ადგილისკენ ფეხით მიდიოდნენ. 
ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. 

''ჯუთაში ჩასულ მაშველებს შემთხვევის ადგილზე დახვდათ რუსეთის მოქალაქეებისგან შემდგარი 4 კაციანი ტურისტული ჯგუფი, რომელთა შორის ერთ-ერთ ქალბატონს ტრავმა ჰქონდა მიღებული.  მაშველებმა შემთხვევის ადგილზე მისვლისთანავე შეაფასეს არსებული სიტუაცია. რთული რელიეფის გამო, დასახმარებლად შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის გამოძახების გადაწყვეტილება მიიღეს'' - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

მაშველებმა ტურისტი ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც პაციენტს შესაბამისი მკურნალობა უტარდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში