"იქ რამდენიმე ელჩი მისით მივიდა და ადგილზე გაეცნენ სიტუაციას"-საგარეო საქმეთა მინისტრი

12 ივლისი 2019, 12:32 243 ნახვა

"20 ივნისს სიტუაცია ძალიან სწრაფად იცვლებოდა. აკრედიტირებულ ელჩებს ჰქონდათ ინტერესი მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. არაფერი გასაკვირი არ არის, რომ  მათთან მუდმივი კომუნიკაცია გვქონდა ინფორმაციის მიწოდების კუთხით. ჩვენი მთავარი ფუნქცია გახლავთ, რომ მათ მივაწოდოთ ინფორმაცია და ჩვენ ამას ვაკეთებდით. აქ საუბარი არ არის ფიზიკურ მობილიზაციაზე, თითქოს ფიზიკურად იქ მივიყვანეთ ისინი. იქ რამდენიმე ელჩი მისით მივიდა, მაგალითად გერმანიის ელჩი და ადგილზე გაეცნენ სიტუაციას. აქ არაფერი გასაკვირი არ არის"-ასე გამოეხმაურა საგარეო საქმეთა მინისტრი  დავით ზალკანიანი გიორგი გახარიას მიერ გაკეთებულ განცხადებას იმის თაობაზე, რომ 20 ივნისს  ელჩებთან ერთად  დილის 7 საათამდე პარლამენტის შენობიდან რუსთაველზე განვითარებულ მოვლენებს აკვირდებოდა. 

მინისტრის კომენტარამდე კი მისმა პირველმა მოადგილემ ჟურნალისტებს აღნიშნული ინფორმაცია არ დაუდასტურა და განუცხადა, რომ ამის შესახებ პირველად ესმის.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი