ბათუმში საერთაშორისო სტომატოლოგთა კონგრესი მომდინარეობს

05 ივლისი 2019, 12:04 136 ნახვა

ბათუმში საერთაშორისო სტომატოლოგთა კონგრესი მომდინარეობს. მეთხუთმეტე შეკრება საქართველოს პრეზიდენტმა გახსნა. კონგრესს საქართველოსა და მსოფლიო სტომატოლოგთა ფედერაციის ქალთა საერთაშორისო ორგანიზაცია მართავს.

სტომატოლოგები გაცვლიან ინფორმაციას მიღწევებზე, ახალ ტექნოლოგიებსა და მეთოდებზე. ღონისძიებას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელები და სხვადასხვა პროფილის სამედიცინო ასოციაციების პრეზიდენტები ესწრებიან. კონგრესმა ხელი უნდა შეუწყო სამედიცინო ტურიზმის განვითარებას.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი