პროკურატურა მელიასთვის გირაოს შეფარდების გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს 

28 ივნისი 2019, 11:08 1113 ნახვა

აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს გენერალურ პროკურატურაში დაუდასტურეს, რომ ''ნაციონალური მოძრაობის'' წევრის ნიკა მელიასთვის გირაოს შეფარდების გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა მელიას, აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო გუშინ, 27 ივნისს შეუფარდა.

დეპუტატს გამოძიება  ჯგუფური მოქმედების ხელმძღვანელობას და ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობას ედავება, რასაც თან ახლდა ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება.

 

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში