საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები

11 აპრილი 2023, 19:59 1191 ნახვა

საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა სარჩელი,რომლის მიხედვითაც გასაჩივრებული იყო პირველი ინსტანციის მიერ მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივი აღსრულების  მარეგულირებელი ფორმები.კერძოდ,ამ დრომდე პირველი ინსტანციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება სახელშეკრულებო დავის დროს ყველა შემთხვევაში დაუყოვნებლივ აღსრულდებოდა. საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა ,რომ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებამდე გასაჩივრების შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს უნდა ქონდეს ქმედითი შესაძლებლობა სარჩელის განხილვის.საკონსტიტუციო სასამართლომ  დღეს კიდევ ერთი გადაწყვეტილება გამოაცხადა და არ დააკმაყოფილა  მირზა გიგლემიანის და ლეონიდე მიქაბერიძის საკონსტიტუციო სარჩელი. არსებული ნორმის თანახმად, პენიტენციური სამსახურის თანამშრომლის ფიზიკური შეურაცყოფა ან სხვა გვარი ძალადობა ისჯება თავისუფლების აღკევთით 10 დან 12 წლამდე  ვადით. მოსარჩელე კი მიიჩნევდა, რომ  პრობლემური იყო სასჯელის კონკრეტული ზომა. საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ სადავო ნორმა  აკმაყოფილებს კონსტიტუციის მოთხოვნებს, იცავს ერთის მხრივ პენიტენციური დაწესებულების გამართულ ფუნქციონირებას და მეორე მხრივ მისი თანამშრომლების ფიზიკურ და  ფსიქოლიოგუირ ხელშეუხებლობასა და ჯანმრთელობას.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში