საქართველოს პროკურატურა - ნიკანორ მელიას დაკავება და პატიმრობა ევროპულ კონვენციას სრულად შეესაბამებოდა

07 სექტემბერი 2023, 17:54 825 ნახვა

საქართველოს პროკურატურა განცხადებას ავრცელებს სტრასბურგის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით რომელიც, ნაციონალური მოძრაობის ყოფილ თავმჯდომარე ნიკა მელიას ეხება.ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე - „მელია საქართველოს წინააღმდეგ“ დაადგინა რომ ნიკანორ მელიას დაკავება და პატიმრობა კანონიერი იყო და ევროპულ კონვენციას სრულად შეესაბამებოდა. ასევე, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ადგილი არ ჰქონია ნიკანორ მელიას პოლიტიკური ნიშნით დევნას და  სახელმწიფოს მოტივი, გამოძიების წარმოების დროს, მელიას პოლიტიკური ცხოვრებიდან ჩამოშორება არ ყოფილა. ასევე აღსანიშნავია, რომ სტრასბურგის სასამართლომ არ გაიზიარა მომჩივნის პოზიცია მართლმსაჯულების  მიკერძოებულობის თაობაზე. ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ნიკანორ მელიას მიმართ წარმოებული პროცედურები სრულად თანხვედრაში იყო ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დებულებებთან და სულისკვეთებასთან,

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი