სტამბოლის მერის განმეორებით არჩევნებზე კვლავ ოპოზიციონერმა კანდიდატმა გაიმარჯვა

24 ივნისი 2019, 12:55 923 ნახვა

სტამბოლის მერის განმეორებით არჩევნებზე კვლავ ოპოზიციონერმა კანდიდატმა გაიმარჯვა. სახალხო-რესპუბლიკური პარტიის წევრმა ეკრემ იმამოღლუმ არჩევნებში მონაწილეთა ხმების 53,9% მიიღო.  ინფორმაციას ქვეყნის ცენტრალური  საარჩევნო კომისია ავრცელებს.

მართველი პარტიის კანდიდატმა დამარცხება აღიარა და მოწინააღმდეგეს გამარჯვება მიულოცა. იმამოღლუმ საკუთარ წარმატებას მთელი ქალაქის გამარჯვება უწოდა და პრეზიდენტ ერდოღანთან თანამშრომლობისთვის მზაობა გამოთქვა. სტამბოლის მერის არჩევნები პირველად მარტში ჩატარდა,  თუმცა არჩევნების შედეგები გააუქმეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში