ქობულეთი-ბათუმის მიმართულებით მგზავრობა 50 თეთრით გაძვირდა

15 ივნისი 2019, 13:15 2833 ნახვა

ქობულეთი-ბათუმის მიმართულებით მგზავრობა 50 თეთრით გაძვირა. ტარიფი გუშინ ღამით შეიცვალა და მგზავრობის ღირებულება 1, 50 -ის ნაცვლად 2 ლარია. ფასების ზრდამ მგზავრების უკმაყოფილება გამოიწვია.

მძღოლები აღნიშნულ ცვლილებას საწვავზე ფასების ზრდას უკავშირებენ. განმარტავენ, რომ საწვავის გაძვირების გამო, დაზარალდნენ. აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი აზუსტებს, მძღოლებმა ფასები თვითნებურად თუ ქობულეთის მუნიციპალიტეტთან შეთანხმებით დააწესეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში