ბათუმში გარემოვაჭრეები წერეთელზე დაბრუნდნენ

14 ივნისი 2019, 11:26 2475 ნახვა

გარემოვაჭრეებმა  წინდები, ტრუსები, ხელსახოცები, სავარცხლები, წებო, თმისსამაგრი და კიდევ ბევრი ისეთი ნივთი, რომელიც შესაძლოა არც იცით, რომ გჭირდებათ, დღეს ისევ წერეთლის ქუჩაზე მიიტანეს და ღია ცის ქვეშ გამოფინეს. მოქალაქეები ამბობენ, რომ პროტესტი სხვა ფორმამ და მოლაპარაკებებმა შედეგი ვერ გამოიღო, ამიტომ ისევ ქუჩაში ვაჭრობას იწყებენ.  

საპროტესტო აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ძველი ავტოსადგურის შენობაში მომხმარებელი არ ჰყავთ და პროდუქციას ვერ ყიდიან. 

ისინი რეგიონის მთავრობასა და მერიას ალტერნატიული სივრცეების გამოყოფას სთხოვენ.

გარემოვაჭრეები ამბობენ, რომ სხვა სავაჭრო სივრცეების მოსაძებნად, ხელისუფლებისთვის მიცემული ვადა ამოიწურა. 

წერეთლის ქუჩაზე  სამართალდამცველებიც იმყოფებიან. რამდენიმე წუთის წინ, კი ადგილზე ბათუმის მერიის წარმომადგენლები მივიდნენ. ისინი ამბობენ, რომ გარევაჭრობას არ დაუშვებენ.

ბათუმის მერიამ ქალაქის სხვადასხვა ქუჩიდან გარემოვაჭრეები, დაახლოებით 4 თვის წინ, ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაიყვანა.

კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლებმა 27 იანვარს, "ბათუმი პლაზას" მიმდებარე ტერიტორიზე, 23 სკოლისა და მე-12 საბავშვო ბაღის წინ, კუსტარულად დამონტაჟებული ხისა თუ რკინის კონსტრუქციები მოხსნეს.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში