„ერთიანი ნაციონალურ მოძრაობა“ „ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის შექმნას აპროტესტებს

06 ივნისი 2019, 15:27 1289 ნახვა

„ერთიანი ნაციონალურ მოძრაობა“ „ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის შექმნას აპროტესტებს. რეზო ხარაზის განცხადებით ეს იქნება „ქართულის ოცნების“ აქტივისტების დასაქმების და ბიუჯეტიდან დაფინანსების ახალი წყარო. მისი თქმით, უკვე არსებობს აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის დეპარტამენტი, ასევე ყველა მუნიციპალიტეტს აქვს ახალგაზრდული ცენტრები და განყოფილებები. ბრალდებებს არ ეთანხმება აჭარის განათლების, მინისტრი.

მაია ხაჯიშვილი ამბობს, რომ  თანამშრომლებს კონკურსის წესით შეარჩევენ, რაც შეეხება ხელმძღვანელის პოსტზე მხოლოდ ბაკალავრის კვალიფიკაციის მოთხოვნას, მინისტრის განცხადებით, კონსულტაციებს გადის საჯარო ბიუროსთან და შესაძლოა კონკურსი შეწყდეს და ხელახლა ახალი პირობებით გამოცხადდეს . საბუთების მიღება 2 ივნისს დასრულდა.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში