ბათუმის მერი - ქარმა სახურავები და ავტომანქანები 10 ადგილზე დააზიანა

25 მაისი 2019, 13:30 1911 ნახვა

ბათუმის მერია, ქარის შედეგად დაზიანებული ადგილების აღრიცხვას ახორციელებს. ქალაქის მერის, ლაშა კომახიძის ინფორმაციით, ამ დრომდე 10 ადგილია, სადაც სახლის სახურავები, ავტომობილები და მწვანე ნარგავები დაზიანდა.

'' დილის საათებში ძლიერი ქარი ამოვარდა და რამდენიმე ლოკაციაზე გარკვეული ტიპის ზიანი მიაყენა დაახლოებით 8-10 ლოკაციაა, სადაც ნაწილობრივ სახურავია გადახდილი, სამშენებლო მასალებია გადმოყრილი სხვადასხვა მშენებლობიდან და დაზიანებულია სატრანსპორტო საშუალებები. ჩვენი თანამშრომლები, რა თქმა უნდა ჩართული არიან ზიანის აღწერაში და სახურავების შემთხვევაში ზიანის აღდგენაშიც ჩავერთვებით. დანარჩენს ადგილზე გავერკვევით, სად რა მოთხოვნებია“ - განაცხადა ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში